რატომ ღირს ვაკეთოთ საყვარელი საქმე ? !
0
სამყაროში ნებისმიერ ადამიანს ბედნიერებისთვის ჭირდება საქმე,რომელსაც არა მოვალეობის მიზნით, არამედ სიყვარულით შეასრულებს დღის განვალობაში. ასეთი სამუშაო გვეხმარება შევძლოთ საკუთარი თავის რეალიზება და მოვიპოვოთ მატერიალური დამოუკიდებლობა. ამიტომ ჩვენ უნდა მოვუსმინოთ ჩვენს შინაგან ხმას და აუცილებლად იმ საქმეს მოვკიდოთ ხელი,რომლის კეთებაც მთელი გულით გვსურს.
თუმცა საკითხავია,როდის უნდა მიხვდეს ადამიანი, რისი კეთება გამოსდის ყველაზე უკეთ და რა არის ის საქმიანობა,რომელსაც ბედნიერება მოაქვს მისთვის. ზოგიერთმა ჩვენთაგანმა ბავშობიდან იცის რისი კეთება სურს მომავალში.ზოგი კოლეჯსა და უნივერსიტეტებში აცნობიერებს ამას. მას შემდეგ კი, რაც მივხვდებით, რისი კეთება გვინდა, ვიღებთ შესაბამის ცოდნასა და მიზნისკენ ვისწრაფვით. ეს ძალიან კარგია.მაგრამ არსებობენ ადამიანები რომელთაც ოდნავ მოგვიანებით ეხსნებათ მეექვსე გრძნობა და მხოლოდ შემდეგ აცნობიერებენ რა სურთ,რომ აკეთონ. თუმცა ადამიანს ნებისმიერ ასაკში შეუძლია დაიწყოს იმ საქმის კეთება,რომელიც მოსწონს. და აღმოვაჩინოთ და მივხვდეთ რისი კეთება გვსურს,ეს უკვე წარმატებაა.ჩვენ კი თავად უნდა მივხვდეთ, რისი კეთება გამოგვდის კარგად,რომელია ის საქმე,რომელიც ყველაფერზე მეტად გვიყვარს.
ახლა სტატიას სავაჭრო ცენტრის ერთ-ერთ კაფეში ვწერ,მივირთმევ ყავას,რომელიც ძალიან გემრიელია და ვფიქრობ, დღეს განსხვავებულ სამუშაო გარემოში ვარ. ჩემს ირგვლივ უამრავი ადამიანი მიირთმევს ლანჩს, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ შესვენებაზე არინ უამრავ საქმიან ზარს პასუხობენ,განიხილავენ სხვადასხვა დეტალს და სამომავლო გეგმებზე საუბრობენ.დარწმუნებული ვარ, ისინი იმ საქმეს აკეთებენ, რომელიც უყვართ.წინააღმდეგ შემთხვევაში არ იქნებიან მოტივაციით სავსე.ოპტიმიზმი და შემართება კი ყოველთვის იგრძნობა ადამიანებში,რომლებიც საყვარელ საქმეს ემსახურებიან.მაშასადამე საყვარელი სამუშაო გვმატებს მოტივაცის და საქმეში ჩაფლული ადამიანი ყოველთვის ენერგიული და პოზიტიურია.
No comments:
Post a Comment